არაბისტი მაგისტრანტის მიერ მოპოვებული სასწავლო სტიპენდია კატარის უნივერსიტეტში
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს არაბისტიკის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტ თამთა ბიწაძეს კატარის უნივერსიტეტის არაარაბთათვის არაბული ენის სწავლების ცენტრის სასწავლო სტიპენდიის მოპოვებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის!
ვიმედოვნებთ, თამთა ნაყოფიერად გამოიყენებს არაბულ უნივერსიტეტში სწავლის წელს და ვისურვებდით, თსუ-ს კიდევ ბევრ არაბისტ სტუდენტს მისცემოდეს ამგვარი ბედნიერი პროფესიული შანსი - ისწავლოს ერთ-ერთ საუკეთესო არაბულ უნივერსიტეტში (მიმდინარე წელს ამავე სტიპენდიით არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი სოფია გევორქიანი ეუფლება არაბულს კატარის უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრში).
მადლობა კატარის უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!